CT Caucasian Titans
როგორ შემოვიდე
🎮

როგორ შემოვიდე

მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს, გადმოწერე თამაში და შემოგვიერთდი Caucasian Titans-ის სერვერზე.

მნიშვნელოვანი ინფო

🦖
თამაშის სახელი
Path of Titans
🖥️
პლატფორმები
PC · Mobile · Console
📱
მობილურის ფასი
~8$-დან
💻
PC + Mobile
~22.5$

საიდან გადმოვწერო?

📱
iOS & Android (ტელეფონები)
ტელეფონებზე თამაშს ჩვეულებრივ გადმოწერთ Google Play Store-დან (Android) ან App Store-დან (iOS). სათამაშო კონსოლებზეც — შესაბამისი მაღაზიიდან (Store).

ტელეფონზე თამაშის გადმოწერა უფასოა, თუმცა სერვერზე სათამაშოდ მოგიწევთ მინიმუმ 1 დინოზავრების პაკის შეძენა, რომელიც ~8$ ღირს.
💻
PC (კომპიუტერი)
შედი ოფიციალურ საიტზე pathoftitans.com და მიჰყევი ნაბიჯებს:
  1. რეგიონი გადაცვალე რუსულზე — ასე ფასი ბევრად იაფია. რეგიონის გადართვა
  2. გაიარე რეგისტრაცია და დაადასტურე მეილზე მიღებული ვერიფიკაცია.
  3. შედი შენი ახლადშექმნილი ექაუნთით და დააჭირე „Buy Now“-ს. Buy Now
  4. ცოტა ჩამოასქროლე, აირჩიე სასურველი დინოზავრის 1 ცალი სკინი (რომელსაც ყიდვისას გჩუქნიან) და დააჭირე „Purchase“-ს. გადაიხადე თანხა ჩვეულებრივ. სკინის არჩევა და Purchase
  5. გადახდის შემდეგ დაბრუნდი მთავარ გვერდზე, ჩამოასქროლე და აირჩიე შენი ოპერაციული სისტემა, შემდეგ გადმოწერე თამაში. გადმოწერა

ℹ️ ფასი: PC + Mobile ორივეზე თამაშის უფლებისთვის დაგჭირდება ~22.5$ (დღევანდელი ფასდაკლებით).

როგორ შემოვიდე სერვერზე

1
აირჩიე Community Servers
თამაშის ჩართვის შემდეგ მთავარ მენიუში აირჩიე „Community Servers“. Community Servers
2
იპოვე Caucasian Titans
სერვერების სიაში საძიებო ველში ჩაწერე სერვერის სახელი და გამოიყენე ფილტრი, რომ სწრაფად იპოვო ჩვენი სერვერი. მიჰყევი სქრინზე ნაჩვენებ სახელსა და ფილტრს. სერვერის ძებნა და ფილტრი
💡 რჩევა: გადმოწერის შემდეგ აუცილებლად შემოგვიერთდი Discord-ზე და გაეცანი წესებს — სერვერზე თამაშამდე ეს სავალდებულოა.
Discord