ადგილი ლიდერბორდში დგინდება Kills − Deaths სხვაობით
(Net Score). რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მაღლა ხარ სიაში.
თანაბარი ქულის შემთხვევაში წინ არის ის, ვისაც მეტი Kills
აქვს, შემდეგ კი — ვისაც ნაკლები Deaths.
🏆 რანკის სისტემა
პოზიციის მიხედვით თითოეულ მოთამაშეს ენიჭება რანკი. ეს რანკები
განულების დროს გადანაწილდება ტოპ 20 მოთამაშეზე:
Tyrant — 1–2 ადგილი
Alpha — 3–5 ადგილი
Predator — 6–10 ადგილი
Hunter — 11–15 ადგილი
Prey — 16–20 ადგილი
📊 რას ითვლის სისტემა
აღირიცხება მხოლოდ მოთამაშეებს შორის ბრძოლის Kills/Deaths —
მონაცემები პირდაპირ სერვერიდან მოდის და გვერდი ავტომატურად
განახლდება. ლიდერბორდი აჩვენებს ტოპ 20 მოთამაშეს.
🔄 განულება
ლიდერბორდი პერიოდულად განულდება და ყველა თავიდან
იწყებს ბრძოლას რანკებისთვის. სანამ განულება არ მოხდება, სია
ცოცხლადაა და მუდმივად იცვლება შენი და დანარჩენების აქტივობის
მიხედვით.
🎯 როგორ ენიჭება რანკი — მაგალითი
ლიდერბორდის ათვლა იწყება ახლიდან. ვიცით, რომ კონკრეტულ დღეს
ლიდერბორდი ისევ განულდება — სწორედ ამ განულების წინ, იმ
მომენტისთვის ტოპ 20-ში მყოფ მოთამაშეებს გადაეცემათ შესაბამისი
რანკები.
მაგალითად, თუ Melanholyx გავიდა პირველ ადგილზე, მას
მიენიჭება Tyrant რანკი — შესაბამისი
წოდება თამაშში და შესაბამისი ფერი ჩატში წერისთვის.
რანკების გადაცემის შემდეგ ლიდერბორდი განულდება და ათვლა
თავიდან იწყება. თუ შემდეგ წრეზე Melanholyx ვეღარ
შენარჩუნდა პირველ ადგილზე და, მაგალითად, მესამეზე გავიდა, მას
Tyrant რანკი ჩამოერთმევა და
გადაეცემა Alpha რანკი — ახალი
პოზიციის შესაბამისად. ხოლო თუ საერთოდ ვერ მოხვდა ტოპ 20-ში, წოდება
სრულად ჩამოერთმევა.