CAUCASIAN TITANS
სერვერის მთავარი კოდექსი და წესები
ჩემო თანამებრძოლებო, გთხოვთ რომ თამაშის ძირითადი წესები აუცილებლად გადაიკითხოთ. მსგავსი ტიპის თამაში წესების გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია, ხოლო წესების უცოდინრობა არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან!
მოგესალმებით Caucasian Titans-ზე — Path of Titans-ის პირველ ქართულ საზოგადოებრივ სერვერზე! ჩვენი მიზანია შევქმნათ რეალისტური, დაბალანსებული და სამართლიანი გარემო, სადაც თითოეულ მოთამაშეს შეეძლება სიამოვნების მიღება.
1. ზოგადი წესები
მკაცრად აკრძალულია მოთამაშეების შეურაცხყოფა, რასიზმი, სიძულვილის ენა (Hate Speech) და პროვოკაცია — როგორც თამაშის გლობალურ ჩატში, ასევე Discord-ზე.
გლობალური ჩატი გამოიყენება ზოგადი კომუნიკაციისთვის, ვაჭრობისთვის ან ჯგუფის მოსაძებნად. აკრძალულია სპამი და კონფლიქტის ატეხა. თუ ვინმემ წესი დაარღვია — არ გაარჩიოთ საქმე ჩატში, გახსენით ტიკეტი Discord-ზე.
რუკის ტექსტურებში შესვლა, უძლეველობის ბაგების ან სხვა ტექნიკური ხარვეზების გამოყენება ისჯება მუდმივი ბანით (Permanent Ban).
რეპორტები და მოდერაცია
თუ თვლით, რომ რომელიმე მოთამაშემ დაარღვია სერვერის წესები:
სანქციები დარღვევებზე
თამაშის წესები
სათამაშო მექანიკა · ბრძოლა · ჯგუფები · დაცვა
დინოზავრების დონეები (Tiers)
არსებობს სულ 5 დონის სახეობა. დონეები განსაზღვრავს დინოზავრის ძლიერებას, ზრდის სიჩქარეს და საბრძოლო წონას.
ზრდის 5 ფაზა
მიგრაციის ივენთი
ყოველ საღამოს, დაახლოებით 20:00–21:00 საათზე, სერვერზე ტარდება მიგრაციის ივენთი. სურათზე ასახულია მიგრაციის ზონა.
ბალახისმჭამელები იკრიბებიან წითელ წრეში და იქიდან ერთად მიემართებიან ყვითელი რგოლისკენ — BIG TREE OVERLOOK-ისკენ.
მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითია — თუმცა თუ გსურთ აქტიური PVP, ივენთში ჩართვა საუკეთესო გადაწყვეტილებაა! ⚔️
2. ბრძოლის წესები
ბრძოლაში მესამე მხარედ ჩარევა აკრძალულია! თუ ბრძოლა ორ სხვადასხვა გუნდს ან დინოზავრს შორის უკვე დაწყებულია — სანამ ბრძოლა არ მორჩება და ბრძოლიდან მინიმუმ 10 წუთი არ გავა, თქვენი მხრიდან შეტევა ჩაითვლება წესის დარღვევად!
🐊 ჩარევის უფლება აქვთ მხოლოდ ნიანგების ოჯახის წარმომადგენლებს ⛔ Kaprosuchus-ის გარდა!
- ნიანგს ჩარევა შეუძლია მხოლოდ იმ წყლის ტერიტორიასთან, რომელსაც თვითონ იცავს. ხმელეთზე გადაადგილებისას უბრალოდ მისვლა და ნებისმიერ ბრძოლაში ჩარევა აკრძალულია!
- თუ დასრულებული ბრძოლის შემდეგ გვამი ძირს გდია — გამარჯვებულს აქვს დრო, სანამ გვამი გაქრება, შეირგოს ნადავლი.
- გარდა ნიანგებისა, ნებისმიერ წყლის ბინადარს შეუძლია ჩაერიოს, თუ დამარცხებული მსხვერპლი წყლის საშუალებით გადაადგილდება — ჩაერიოს და გაანადგუროს ის! (მსხვერპლში იგულისხმება მხოლოდ ხმელეთის ბინადარი — არა წყლის ბინადრები ან დინოზავრები, ვისაც ცურვა შეუძლია)
თუ ბალახისმჭამელები საძოვარზე არიან და თან ჰყავთ პატარა (Babe-შვილი) დინოზავრი — თავდასხმის შემთხვევაში ხორცისმჭამელებს სრული უფლება აქვთ პირველი პატარას დაესხან თავს! თუ პატარა მოკვდა, ბრძოლა ავტომატურად ჩერდება და გამარჯვება ხორცისმჭამელებს ერგებათ.
ნებისმიერ შემთხვევაში — რაოდენობის მიუხედავად (1v1, 2v1, 2v2, 3v1, 3v3, 4v5 და ა.შ.) — ერთი დინოზავრის დავარდნისთანავე ბრძოლა ჩერდება! მანამ, სანამ ნადავლის სხეული არ გაქრება.
ეს ნიშნავს, რომ გამარჯვებულს შეუძლია ამ დროის განმავლობაში დარჩეს თავის ნადავლთან ყველასგან ხელშეუხებელი. შემდეგ კი ბრძოლა (სურვილისამებრ) გრძელდება.
თუ APEX მოკლავს 8-დან თუნდაც ერთ-ერთს — გამარჯვება რჩება APEX-ს, ხოლო დამარცხებული მხარე ვალდებულია დაუყოვნებლივ დატოვოს თავისიანის სხეული. გამარჯვებული მხარე კი რჩება ადგილზე საკვებად.
ორი სხვადასხვა დინოზავრით ერთი და იმავე მოთამაშესთან თამაში აკრძალულია — ბრძოლის შემდეგ 20 წუთის გასვლამდე!
დამარცხებულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ტერიტორია — გავიდეს არეალიდან დაახლოებით 70–100 მეტრის რადიუსით! მათ არ აქვთ უკან დაბრუნების ან რევანშის უფლება, სანამ სხეული იქ არის.
- გამარჯვებულ გუნდს უფლება აქვს დარჩეს სხეულთან მანამ, სანამ სხეული ბოლომდე არ შეიჭმება ან თავისით არ გაქრება.
- თუ გამარჯვებულებს თავიანთი მოპოვებული „Body Down“ აქვთ და იკვებებიან — მათ ეკრძალებათ სხვა მოთამაშეებზე თავდასხმა და ახალი ნადირობის წამოწყება! ისინი ვალდებულნი არიან, დარჩნენ სხეულთან, სანამ სხეული არ გაქრება.
- თუ სხეულს სხვა მტაცებელი მიუახლოვდება წართმევის მიზნით (Body Contest) — გამარჯვებულებს აქვთ სრული უფლება დაიცვან თავიანთი ნადავლი: „V“ ღილაკით დაუყვირონ მინიმუმ ერთხელ და, თუ ეს არ იქნა გათვალისწინებული, შეუტიონ.
- თავდასხმა დასაშვებია მხოლოდ სხეულის წართმევის მიზნით! უბრალოდ მკვლელობის მიზნით პროვოცირება შეუძლებელია, სანამ გამარჯვებულის დაგდებული დინოზავრი არ გაქრება. თუ ოპონენტი სხეულის მისაკუთრებას დაიწყებს — მცველს შეუძლია თავს დაესხას მას (ეს მისივე რისკია), ან უბრალოდ დათმოს ნადავლი. დათმობის შემთხვევაში თავდამსხმელი ვალდებულია უვნებლად გაუშვას მცველი.
- დავარდნილი სხეულის ნაგლეჯ-ნაგლეჯ მითვისება შეუძლიათ მხოლოდ Low და Medium Tier-ის დინოზავრებს! სხვა დინოზავრებისთვის ეს ჩაითვლება წესის დარღვევად.
- თუ გამარჯვებულმა მალევე აღიდგინა ძალები, გაძღა და ტერიტორია დატოვა — მისი მფლობელობის უფლება უქმდება. უკან მობრუნება და სხეულზე პრეტენზია აღარ შეიძლება, თუკი სხვა მტაცებელი მივა დარჩენილი ხორცის შესაჭმელად.
- Low Tier — სხეული გაქრება 5 წუთში
- Medium Tier — სხეული გაქრება 8 წუთში
- Sub-APEX — სხეული გაქრება 10 წუთში
- APEX — სხეული გაქრება 15 წუთში
- Titan — სხეული გაქრება 18 წუთში
ბალახისმჭამელებს არ აქვთ მტაცებლებზე ნადირობის, დევნის ან უმიზეზო თავდასხმის უფლება! მათ შეუძლიათ იბრძოლონ მხოლოდ მაშინ, თუ მტაცებელი თავს დაესხმება ან შეეცდება ტერიტორიის შევიწროვებას.
რას ითვალისწინებს ტერიტორიის შევიწროვება? თუ მტაცებელი პირდაპირ არ ესხმის, მაგრამ საეჭვოდ ახლოს ტრიალებს (ზვერავს სიტუაციას) — ბალახისმჭამელმა უნდა გამოიყენოს აგრესიის/გაფრთხილების ხმა „V“ ღილაკით.
- მტაცებელს ეძლევა გონივრული დრო (დაახლოებით 10 წამი), რომ დატოვოს ტერიტორია და გაეცალოს ბალახისმჭამელებს მინიმუმ 70 მეტრის რადიუსით.
- თუ მტაცებელი უგულებელყოფს გაფრთხილებას, რჩება ზონაში ან პროვოკაციულად იქცევა — ბალახისმჭამელს აქვს მისი მოგერიებისა და შეტევის სრული უფლება.
თუ ბრძოლის დროს ბალახისმჭამელმა მოკლა მტაცებელი — გამარჯვებულ ჯგუფს შეუძლია დარჩეს სხეულთან ახლოს, თუ აღდგენა სჭირდება. მაგრამ რადგან ისინი ხორცს არ ჭამენ, დავარდნილი სხეულის დაცვა სხვა მშიერი მტაცებლებისგან ჩაითვლება წესის დარღვევად! მათ შეუძლიათ სხეულთან ისხდნენ 5–10 მეტრის მოშორებით გაქრობამდე, მაგრამ სრულიად დააიგნორონ სხვა მშიერი მტაცებლები, ვისაც სხეულის მითვისება სურს. აღდგენის შემდეგ კი დატოვონ ტერიტორია.
3. ჯგუფები და სახეობების შერევა
ხორცისმჭამელების და ბალახისმჭამელების ერთად სიარული, ნადირობა, ერთმანეთის დაცვა, რესურსების გაზიარება ან დამეგობრება — დაუშვებელია!
ყველა სახეობას არ შეუძლია გაერთიანდეს (მაგ: T-Rex + Megalania — დაუშვებელია). გაერთიანება დასაშვებია მხოლოდ კონკრეტულ სახეობებს შორის, რაც მითითებულია დინოზავრის აღწერაში. ეწვიეთ ჯგუფის შექმნის წესების ჩანართს ან საიტის გალერეას.
დაიცავით თამაშში ინტეგრირებული ჯგუფის სლოტების ლიმიტი. ეწვიეთ ჯგუფის შექმნის წესების ჩანართს ან Discord-ის 〘🥩〙 / 〘🥬〙 ჩენელებს — საძიებოში ჩაწერეთ დინოზავრის სახელი.
4. უსაფრთხო ზონები და დაცვა
Waystone (ტელეპორტის ქვა) და Homecave (გამოქვაბული) შესასვლელთან ჩასაფრება — 100 მეტრის რადიუსში — და ახალგაჩენილ/გამოსულ მოთამაშეზე თავდასხმა აკრძალულია. მიეცით მოთამაშეს ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება.
ბრძოლის დროს ან ბრძოლის საფრთხისას თამაშიდან გასვლა (Menu ან გათიშვა) მკაცრად იკრძალება.
გისურვებთ წარმატებულ ნადირობას და სასიამოვნო დროის გატარებას Caucasian Titans-ზე!